Friday, December 17, 2010

ღვინის კულტურა

  ღვინო — ალკოჰოლური სასმელი წარმოებული, ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.
  წყნარი ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინალური, სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს ორდინალურს უწოდებენ, დაძველებულ მაღლხარისხოვანს კი - სამარკოს. განსაკუთრებით მაღალხარისხოვან ღვინოს, რომელსაც კასრებში საწარმოო დაძველების გარდა ბოთლებშიც აძველებენ (2-3 წლიდან განუსაზღვრელ დრომდე), საკოლქციო ღვინო ეწოდება. ღვინის დამზადების პროცესები მიმდინარეობს ძირითადად მუხის კასრებში, როფებში, რკინაბეტონის რეზერვუარებში, ლითონის ცისტერნებსა და ქვევრებში.


ღვინო საქართველოში  მთავარი სტატია : ქართული ღვინო.


ქართული მარანი

ქართული ქვევრი, რომელიც დაახ. XV საუკუნით თარიღდება

ვერცხლის თასი. თრიალეთის კულტურა (ძვ.წ II ათას. დასაწყისი). მასზე გამოსახულია წარმართული რიტუალი, რომელიც ღვინის თანხლებით სრულდება.

თიხის ჭურჭელი (ძვ.წ.II ათასწლეული)


საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის სამშობლოდ შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრება უფრო ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნო, რის შედეგადაც, სწორედაც რომ, საქართველო იქნა აღიარებული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ.


ქართული სამარკო ღვინოები.

ქართული სამარკო ღვინოები
სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბაანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),
სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),
მახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).
ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),
სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი),

No comments:

Post a Comment