
ჯალალედინმა თავის დაღწევა მოახერხა და სამი წელი ინდოეთში გაატარა, სანამ სპარსეთში დაბრუნდებოდა. აქ ის საკუთარ არმიას უყრის თავს და იმპერიას იბრუნებს. ჯალალედინი ძალაუფლების კონსოლიდაციას მაინც ვერ ახერხებს და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მონღოლთა, ტახტის პრეტენდენტთა და თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში ატარებს.
საბოლოოდ ის ძალაუფლებას სპარსეთში მონღოლებს უთმობს ალბორზის მთების ბრძოლაში და კავკასიაში გარბის, მანამდე ის ქალაქ თავრიზს, ხოლო კავკასიაში თბილისს იღებს 1226 წელს.[1] ის მცირე ხნით თურქ-სელჩუკებს ამარცხებს და ქალაქ ხლათს იღებს, თუმცა მოგვიანებით სულთანმა ქაიყუბად I-მა დაამარცხა იასი ჩემენის ბრძოლაში 1230 წელს. 1231 წელს იგი სელჩუკების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.

1226 წელს, როცა ჯალალედინმა აიღო თბილისი, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა. საკუთარი რწმენა ანუ მართლმადიდებლობა ერდროულად 100 000-მა ქართველმა დაიცვა. მათ თავი გასწირეს და არ გაიარეს ხიდზე გაწყობილ ხატებზე. ვინც არ გაივლიდა, მას თავს კვეთდნენ. 100 000-ზე მეტმა ტყვემ ხატებზე არ გაიარა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის 100 000 უდიდესი გმირი წმინდანად შერაცხა.
No comments:
Post a Comment