
"დროება", ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. დაარსდა 1866 წლის 4 მარტს თბილისში. 1866-1874 წლებში — კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.
"დროებამ" განაგრძო "საქართველოს მოამბის" საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა პრობლემებს.
"დროებამ" დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკუს განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგირი აზროვნების განვითარებას.

Hi, My name is Rafael and I'm from Spain. I am very interested in Georgian Journalism.
ReplyDeleteCongratulations for your post. How do you find the front pages? Thank you