არქეოლოგია – (არქეო – /ბერძნ. archaios - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., არქეოგრაფია, არქეოლოგია, არქეოპტერიქსი) – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით.
არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.
ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა
არქეოლოგია საქართველოში XIX საუკუნეში ჩაისახა, თუმცა არქეოლოგიურ გათხრებს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. არქეოლოგიურ ძეგლთა თავმოყრისა და შესწავლის ცდები დაკავშირებულია 1852 წელს დაარსებულ კავკასიის მუზეუმთან (ამჟამად ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი) და 1873 წელს დ. ბაქრაძის ინიციატივით დაარსებულ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებასთან. მიუხედავად არქეოლოგიური გათხრების მცირე მასშტაბისა, XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები: სამთავროს სამაროვნისა და საჩხერის ყორღანული სამარხების გათხრები, ყაზბეგის განძის, ახალგორის განძის პოვნა და სხვა გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად კავკასიის მუზეუმი არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ–ერთ უდიდეს საცავად იქცა; დღესდღეობით მისი მემკვიდრეა სიმონ ჯანაშიას სახ. სახელმწიფო საქართველოს მუზეუმი, რომელსაც 1936–1941 წლებში გადაეცა თბილისში არსებული შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის ფონდები. მდიდარი არქეოლოგიური ფონდებია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც (დაარსდა 1934 წ.), რომელსაც გადაეცა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის, საეკლესიო მუზეუმისა (დაარსდა 1889 წ.) და თსუ–ს ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან არსებული სიძველეთა მუზეუმის (1925–1930 წწ.) ფონდები. საქართველოს არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი თავმოყრილია თბილისის, ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის, ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმებში, აგრეთვე ახალციხის, მარტვილის, გურჯაანის, მესტიის, მცხეთის, რუსთავის, ფოთის, ცხინვალის, ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამოვლინდა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი, პალეოლითიდან გვიანდელ შუასაუკუნეებამდე. მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა იაშთხვაში აღმოჩენილი აშელის ეპოქის ძეგლი, წონის, კუდაროს, ჯრუჭალას და სხვა პალეოლითური ხანის მღვიმეები, ზედა პალეოლითური მღვიმე–ნამოსახლარები: დევის ხვრელი, საკაჟია და სხვა; აგრეთვე ქვემო ქართლში გამოვლენილი შულავრის ენეოლითური კულტურა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანული კულტურის ძეგლების აღმოჩენასა და შესწავლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოს, არამედ წინა აზიის არქეოლოგიისათვის.
საქართველოს არქეოლოგიურ განვითარებაში ახალი ეტაპი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა, რომელმაც შეისწავლა სამთავროს სამაროვანი, არმაზისხევის, ბაგინეთისა და საკუთრივ მცხეთის ძეგლები. მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა დაკავშირებულია ახალმშენებლებთან. აღსანიშნავია მშენებელთა და არქეოლოგთა თანამშრომლობა კოლხეთის დაბლობზე, თრიალეთში, ენგურჰესის ტერიტორიაზე, ალაზნის სარწყავი სისტემის ტრასაზე, რუსთავში, ახალქალაქში, ვარციხეში, ჟინვალსა და ბორჯომის ხეობაში (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი). არქეოლოგიურმა კვლევა–ძიებამ სრულიად ახლებურად წარმოადგინა წინაქრისტიანული ხანის საქართველოს კულტურული და სოციალურ–ეკონომიკური სახე. მცხეთის, ვანის, უფლისციხის, სოხუმის, ფიჭვნარის, ბიჭვინთის, ურბნისისა და სხვა აღმოჩენებმა გვიჩვენა საქართველოში პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ჩასახვა – განვითარების თავისებურებანი, გამოავლინა მრავალფეროვანი ხელოსნური ნაწარმი.

No comments:
Post a Comment