Wednesday, November 17, 2010

ნუმიზმატიკა

     

            ნუმიზმატიკა არის მონეტების შემსავლელი   მეცნიერება. განსაკუთრებით, აღსანიშნავია                        კოლხური თეთრი.     რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უხვადაა აღმოჩენილი.                                                                                                                                                                                                                                                             კოლხური     თეთრი

         კოლხური თეთრი, ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფასისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:# დასახელება სურათი მონეტის აღწერა წონა
1 ტეტრადრაქმა შუბლზე - მარცხნივ მიმართული ლომის თავი; ზურგზე - ფრთოსანი რაშის პროტომა ტეტრადრაქმის საშუალო წონაა 13 გ.
2 დიდრაქმა I ტიპი შუბლზე - მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე - მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
3 დიდრაქმა II ტიპი შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მონეტის შუბლზეა. დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
4 დიდრაქმა III ტიპი შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
5 დრაქმა შუბლზე - ლომის თავი ფასში; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. დრაქმის წონაა 5,52 გ.
6 ნახევარდრაქმა I ტიპი შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. საშუალო წონაა 2,17 გ.
7 ნახევარდრაქმა II ტიპი შუბლზე - მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. საშუალო წონაა 1,2-2,6 გ.
სექციების სია
1 ისტორიული დეტალები
2 ლიტერატურა
3 სქოლიო
4 რესურსები ინტერნეტში

ისტორიული დეტალები

კოლხური მონეტები

კოლხური მონეტები ასევე აღმოჩენილია (ყირიმში – ნიმფეის ტაძრის ნანგრევებში; ქერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლში – არმაზში და სხვ.). თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეს კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით[1]. კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის ერთ მხარეზე ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი – ხარის, უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ კოლხურ მონეტებზე წარწერები არ გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული[2]. დასავლეთ საქართველოში კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია სოხუმსა და ბათუმს შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ ძვ. წ. VI-IV სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. ქ. წულუკიძეში ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს[3]. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი[4]. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.

Friday, November 5, 2010

ივანე ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის (რუსეთი) უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება. 1899—1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901—1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია).


1902—1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907—1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის (პეტროგრადის)უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
მოღვაწეობა [რედაქტირება]

1918 წელს ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918—1919 იგი იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919—1926 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი (პირველი რექტორი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი გახლდათ). 1918—1938 წლებში ის თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936—1940 წლებში კი ის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937-დან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის გახლდათ 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.

ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებია. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით ჯავახიშვილმა ნ. მართან ერთად იმოგზაურა სინის მთაზე (1902) და არაერთი მაღალი ღირსების ძეგლი გამოავლინა.
სამეცნიერო შრომები [რედაქტირება]

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);

2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);

3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);

4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).

ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).

ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.

ჯავახიშვილმა საგანგაბოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.

ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).

ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითიც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.

ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).

ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.

Thursday, November 4, 2010

თუკიდიდე


თუკიდიდე (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 ― გ. 400/395), ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. "ისტორიის მამის" - ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.

ვიკიციტატებში არის სტატია:
თუკიდიდე

თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის ათენის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ პერიკლეს. იბრძოდა პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431-404). სტრატეგოსი იყო და ათენელთა ფლოტს მეთაურობდა თრაკიის სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ (სპარტელებმა მიიტაცეს ამფიპოლისი) ძვ. წ. 424, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში - თრაკიაში შეუდგა თხზულების - "ისტორიის" წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. "არქეოლოგია", როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (გააგრძელა ქსენოფონტმა).

თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, ჰეროდოტე) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა "ამოდ საკითხავი" და "ამოდ სასმენი" ამბების თხრობას, არამედ "ჭეშმარიტების ძიებას". ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას ("წყაროს").

თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის "ფაქტი" (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას "მარადიულობის მონაპოვრად" მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის "შერწყმა-შერევის" პოზიციაზე იდგა.

ჰეროდოტე

ჰეროდოტე ჰალიკარნასელი (ბერძნ.: Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς Hēródotos Halikarnāsseús; დ. ~ძვ.წ. 484 - გ. ~ძვ.წ. 425), ძველი ბერძენი ისტორიკოსი, დასავლეთის კულტურაში საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც "ისტორიის მამა". ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელიც მასალას სისტემატურად აგროვებდა, ამოწმებდა მათ აკურატულობას შეძლების ფარგლებში და ახარისხებდა მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით.

ჰეროდოტე ძირითადად ცნობილია ნაშრომით "ისტორიები" (ბერძნ. ἱστορίαι, ძიებები, სიტყვა, რომელიც ლათინურმა ისესხა და დღევანდელი ისტორიის მნიშვნელობა შეიძინა), რომლებშიც იკვლევს ძვ.წ. 490 და ძვ.წ. 480 წლების საბერძნეთ-სპარსეთის ომების საწყისებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჰეროდოტე მასში იმ პერიოდის ცხოვრების ასპექტებსაც იხილავს დაწვრილებით, რაზეც სხვაგვარად ინფორმაცია ჩვენთვის მწირი იქნებოდა. მასში ის ასევე აღწერს მისი მოგზაურობების პერიოდში ნანახი ადგილებისა და ხალხების შესახებ ხმელთაშუა და შავი ზღვების ირგვლივ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ისტორია სინამდვილეს სავარაუდოდ არ შეესაბამება, ის იქვე აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ გადმოსცემს იმას, რაც მას უთხრეს.